სალომე ზურაბიშვილმა "ამნისტიის შესახებ კანონს" ხელი მოაწერა

27 სექტემბერი 2024, 12:31 109 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ამნისტიის შესახებ კანონს" ხელი მოაწერა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონის საპარლამენტო არჩევნების წინ მიღება არის ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.

"საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. 

ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე. 

პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში