საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს

27 სექტემბერი 2024, 10:08 170 ნახვა

საქართველო წელს პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს უმასპინძლებს. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემაა „ტურიზმი და მშვიდობა".

მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში უკვე იმყოფებიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

ტურიზმის მსოფლიო დღე 1979 წლიდან აღინიშნება. ღონისძიებები ფარგლებში სპეციალური პროგრამა 28 და 29 სექტემბერს გაიმართება აჭარაში.

ხვალ ევროპის მოედანზე 18 საათიდან კონცერტია დაგეგმილი, კვირას კი ღონისძიებები გაიმართება გონიოს ციხეში და ქედის ცენტრალურ პარკში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში