ბათუმში სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური ოფისი გაიხსნა.
გახსნით ღონისძიებას სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა უმასპინძლა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა.
სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი, გამართულად ფუნქციონირებადი ოფისი მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ბათუმის მოსახლეობა მზარდია.