რატომ გაუქმდა ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა - შეფასებები

25 სექტემბერი 2024, 14:08 199 ნახვა

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის გაუქმებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. შალვა პაპუაშვილი ადასტურებს მიწვევის გაუქმებას და ამ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს. როგორც  ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ქმედებები ინდიკატორია, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ქართული ოპოზიცია.

ფაქტს პოლიტიკური დემარში უწოდა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პულსი აღარ ესინჯება და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი სწორედ მის დასახმარებლად გადადგა. 

იმავე აზრზე არიან „ხალხის ძალის“ წევრებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში