რამაზ ჯინჭარაძეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუწყდა. მიზეზი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაა.
თავმჯდომარის მანდატის შეწყვეტის თხოვნით მან ბათუმის საკრებულოს თავად მიმართა, თუმცა საკრებულოს რიგით წევრად რჩება.
გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას კი მისი მოადგილე, ირაკლი თავდგირიძე შეასრულებს.
რამაზ ჯინჭარაძემ კოლეგებს მადლობა გადაუხადა. ასევე განაცხადა, რომ ჰქონდა და აქვს დიდი პასუხისმგებლობა როგორც ბათუმის, ახლა უკვე რეგიონის წინაშე.