კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებები ლევილში

24 სექტემბერი 2024, 14:01 227 ნახვა

ლევილის ქართველთა მამულმა საქართველოსთვის მამულის გადმოცემის 8 წლისა და 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა. 

გაიხსნა საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მომზადებული გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია წიგნები ტიერი ბერიშვილის პირადი კოლექციიდან. ღონისძიებები დასრულდა „ქართული ხმების” მუსიკალური სპექტაკლით - „წუთისოფელი”. 

ლევილის შატოს მუზეუმის ფონდი 20 სექტემბერს დაარსდა თბილისში. მისი პირველი ექსპონატი ლეგენდარული მოჭადრაკის - ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეწირული ჭადრაკის ფიგურაა.

შატოს რეაბილიტაცია  იანვარში დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში