ერთი თვე საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე. პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა, პარტია "ქართულმა ოცნებამ'' გამართა. შინდისის სკვერში შეკრებილ ადგილობრივებს სამოქმედო, პოლიტიკური გეგმები ბათუმის დელეგატებმა აჩიკო ბერიძემ, რამაზ ჯინჭარაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გააცნეს.
ისინი მოსახლეობას ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ. განმარტეს, რომ მმართველი გუნდის არჩევნებში გამარჯვება მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი იქნება.