მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში, რომლის მიხედვითაც ქართული არასამთავრობოების ნაწილი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს, მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. პოლიტიკური ოპონენტები დოკუმენტს სხვადასხვაგვარად კითხულობენ და ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან.
ოპოზიციაში ისევ აცხადებენ, რომ ხელისუფლების ქმედებები ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიულია. თავის მხრივ სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს ოპონენტებს მმართველი გუნდი. არასამთავრობო ორგანიზაციები კი საკითხზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.