კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა და პროკურორმა შუამდგომლობის დაყენების დროს მკვლელობის მოტივზე ისაუბრა.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, 26 წლის კაცმა კესარია აბრამიძის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. დაცვის მხარეს პროცესზე შუამდგომლობა არ დაუყენებია. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულის პოზიცია იყო, სასამართლოსთვის მიენდო გადაწყვეტილება,საქმეში არსებული საფუძვლების მიხედვით. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს დაინიშნა.