უკრაინაში ომი გრძელდება. -ოკუპანტის იერიშის შედეგად ხარკოვში სულ მცრე 15 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით რუსეთმა თავდასხმისასა მართვადი საავიაციო ბომბები გამოიყენა. ქალაქის მერის თქმით, დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. მას შემდეგ რაც რუსულმა არმიამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო უკრაინაში 70 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, ცნობილია 70 ათას 112 დაღუპული რუსი ჯარისკაცის ვინაობაც, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მეტია. დაღუპულთა შორის 13% მოხალისე იყო, 19% კი ყოფილი პატიმარი.