ბუდაპეშტის ტრანსპორტის მინისტერიალი 

20 სექტემბერი 2024, 14:09 245 ნახვა

ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის  განვითარების საკითხებზე ბუდაპეშტში, ტრანსპორტის მინისტრების სამუშაო შეხვედრა  გაიმართა. ე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესაძლებლობებზე და როლზე გლობალური დაკავშირებადობისა და „შუა დერეფნის“ განვითარებაში. ირაკლი ქარსელაძემ დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს საერთაშორისო საგზაო ქსელის განვითარების შედეგები და გეგმები.

აღნიშნა, რომ წარმატებით გრძელდება ტრანს-ევროპული ქსელის შემადგენელი საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის მშენებლობა, რომლის 276 კმ-ით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს. მისი თქმით, მიმდინარე პროექტების შედეგად  აღმოსავლეთ-დასავლეთის 460 კმ-იანი საგზაო დერეფანი 30 კმ-ით  შემცირდება, რომლის გავლას 8 საათის ნაცვლად 4 საათი დასჭირდება.

მან, ასევე, ისაუბრა სარკინიგზო, საზღვაო და სახმელეთო  გადაზიდვების სექტორის მიმდინარე განვითარებაზე, სატრანსპორტო დოკუმენტაციის გაციფრულებისა და ელექტრონული მიმოცვლის მიღწევებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში