პოლიტიკოს სტატიას საქართველოში ეხმაურებიან. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა პარტნიორ ქვეყნებს მძიმე ზომების გატარებისკენ აიძულებს.
ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - უვიზო მიმოსვლა - აცხადებს ზურა ჭიაბერაშვილი.
პარტია ლელოში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის დასავლური კურსის გადასარჩენად ერთადერთი შანსი 26 ოქტომბერია, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყნის მომავალი ახლა ხალხის ხელშია.
პოლიტიკო წერს, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს, თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს.