23 სექტემბრიდან ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი იწყება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით თოჯინების თეატრში პრესკონფერენცია გაიმართა. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 14 სპექტაკლის ჩვენება, აქედან 4 არასაკონკურსოა.
გამარჯვებულ სპექტაკლებს 5 წევრიანი ჟიური შეარჩევს. ფესტივალში 6 ქვეყნის თეატრალური დასი მონაწილეობს, ჩვენებები 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პარალელურად დაგეგმილია სემინარები და წარმოდგენები ღია ცის ქვეშ. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 27 სექტემბერს დასრულდება.