კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყნებს. - აღნიშნულის შესახებ ჯაიანის ადვოკატი აცხადებს.
ის დაკავებულს შეხვდა, თუმცა, ადვოკატის განმარტებით, მათი საუბარი კონფიდენციალურია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ჯაიანს ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია.
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყო, რაც გულისხმობს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.