''ნაციონალური მოძრაობა'' გულშემატკივრობს, რომ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის გაერთიანება შედგეს. მათი თქმით, ოპოზიციის ფლანგზე მეტი კონსოლიდაცია კარგი იქნება.
გირჩს კი ეს გაერთიანება მაჭანკლობის პროცესს აგონებს, როდესაც ქალბატონები სხვადასხვა არგუმენტით ერთ ან ორ დღეს იღებენ მოსაფიქრებლად.”
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაზე პარტია „ლელოსა„ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მოსაფიქრებლად დრო მამუკა ხაზარაძემ აიღო.
გიორგი გახარიას თქმით, მათი მხრიდან პოზიცია ცნობილია.