როდის აღდგება ხულო-ბათუმის ავტობუსი

17 სექტემბერი 2024, 20:06 164 ნახვა

ხულო-ბათუმის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ავტობუსი დროებით, მიკროავტობუსით ჩანაცვლდა, მიზეზი კი ავტოსაგზაო შემთხვევა გახლავთ, მგზავრთა გადაყვანა შეფერხებული არ არის.

ავტოსაგზაო შემთხვევა  ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ქედის ტერიტორიაზე 25  ივლისს მოხდა რის შემდეგადაც ტრანსპორტი მწყობრიდან გამოვიდა.

ხულოს მერიაში განმარტეს რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება სადაზღვეო ხელშეკრულების პროცედურები. შესაბამის დრომდე კი მოქალაქეებს  მიკროავტობუსი მოემსახურება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხულოში მიმდინარე წლის ზაფხულიდან ემსახურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი