სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება გახარია-ხაზარაძეს 

17 სექტემბერი 2024, 11:01 220 ნახვა

პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ხაზარაძე დღეს ორბელიანების სასახლეში მისვლას არ აპირებს. მიაჩნია, რომ პრეზიდენტს  მხოლოდ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ შეხვდება. 

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.  

უცნობია ჯერ გიორგი გახარიას პოზიცია.  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კი განაცხადა, რომ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოს“ გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში