ღია მმართველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა

17 სექტემბერი 2024, 10:05 92 ნახვა
 

მსოფლიო ბანკის "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა" ღია მმართველობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის" 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.

ღია მმართველობის შეფასების 100% იანი სისტემით, საქართველომ 59% დაიმსახურა და ბრაზილიასთან და ინდოეთთან ერთად თანაბარი შეფასებით, მსოფლიოში  41-ე პოზიციაზეა. 

ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო ღია მმართველობით უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: პოლონეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნოა ჰერცოგოვინას, მოლდოვას და უკრაინას. 

საქართველო ლიდერია მეზობელ ქვეყნებს შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი