მოვახერხეთ, სომხეთ-საქართველოს შორის გაგვეფართოებინა ყოველისმომცველი თანამშრომლობა ყველა სფეროში - ნიკოლ ფაშინიანი

16 სექტემბერი 2024, 15:54 206 ნახვა

მოვახერხეთ, სომხეთ-საქართველოს შორის გაგვეფართოებინა ყოველისმომცველი თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელია ის, რომ ამ წლის იანვარში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მოხარული ვარ, რომ მეგობრულ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვედი. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი მიღებისა და სტუმართმასპინძლობისთვის. ჩვენს ურთიერთობაში მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის გაგვეფართოებინა ყოველისმომცველი თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელია ის, რომ ამ წლის იანვარში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. მოვახერხეთ, შეგვექმნა სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი ეფექტური და პერიოდული კონტაქტების, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც მიღებულია ჩვენი ქვეყნების ძმური ხალხების მიერ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს თითოეული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

„მე ვთვლი ამ ფაქტს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, რათა მიღწეულ იქნას სტაბილურობა და ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. რეგიონში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს ორმხრივ პატივისცემას, საერთო ინტერესებს, ჯანსაღ ეკონომიკურ კონკურენციას, რომელიც მიმართულია განვითარებისთვის“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც ეხება ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას და რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას.

„უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანთან რთული მოლაპარაკებების დროს, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესში ჩვენ მოვახერხეთ, მიგვეღწია გარკვეული პროგრესისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში და ეყრდნობა 1991 წლის ალმათის დეკლარაციის დებულებებს. ეს ნიშნავს, რომ საფუძველი ამ პროცესისთვის იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევთ პრაქტიკულ პროგრესს სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში.

თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთი და აზერბაიჯანი ახერხებენ, შეთანხმდნენ სამშვიდობო და ქვეყანათა შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეკრულების 80 პროცენტზე. ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს, ხელი მოეწერა იმ დებულებებისთვის, რომელიც უკვე იყო შეთანხმებული. ასევე შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რომელიც ორმხრივ ინტერესებში შედის. მთელი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების განბლოკვა და სრული ოპერაცია არის უმთავრესი რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ თემას ჩვენ ვთვლით ჩვენი მთავრობის პრიორიტეტად. ჩვენი იდეა ამ საკითხზე საუკეთესოდ არის ასახული სამშვიდობო პროექტის გზაგასაყარზე, რომელიც შექმნა სომხეთის მთავრობამ, რომელიც, პირველ რიგში, გავუზიარეთ ჩვენს საერთაშიროსო პარტნიორებს თბილისში, კონფერენციის დროს.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობის ბენეფიციარები, არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებენ სარგებელს თანაბრად. ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლმოუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ მშვიდობა რეგიონში იყოს შესაძლებელი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს რეგიონული, საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი