რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტისა და ჩინეთის საზღვაო ძალების გემებმა იაპონიის ზღვაში „ოკეანე-2024-ის“ ფარგლებში სარაკეტო და საზღვაო საარტილერიო წვრთნები ჩაატარეს. განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და ერთობლივი წვრთნების ვიდეოს აქვეყნებს.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნებში 15-ზე მეტი რუსული ხომალდი მონაწილეობდა, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი ვარიაგი.
საზღვაო წვრთნები სახელწოდებით ოკეანე-2024, პოსტსაბჭოთა რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნებია. მასში მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის 400 გემი, 125 თვითმფრინავი და 90 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ამ მონაცემებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.