ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა      

16 სექტემბერი 2024, 14:19 3808 ნახვა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა   დასრულების ეტაპზეა - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 14 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 20 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობა. ამ დროისთვის, 5-ვე გვირაბი გაჭრილია და 20-ვე ხიდი აშენებულია.

ბათუმის ახალი შემოვლითი გზა  მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის. ამჟამად არსებული გზა  ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას.

პროექტი, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის  მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 329  მილიონ ლარს აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში