ასობით პატიმარი გაიქცა მაიდუგურის ციხიდან, რომელიც ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.
ძლიერი წყალდიდობის შედეგად ციხის კედლები ჩამოინგრა, რამაც 281 პატიმარს გაქცევის საშუალება მისცა. ინფორმაციას ციხის ხელმძღვანელობა ავრცელებს.
ნიგერიის სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა ჯერ მხოლოდ 7 გაქცეული პატიმარი დააკავეს.