განცხადება აგვისტოს ომზე

15 სექტემბერი 2024, 12:03 248 ნახვა

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილები - პარტიის ლიდერები იმ 4 მიზეზზე საუბრობენ, რისთვისაც საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.
მათგან პირველ მიზეზად ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიების“ არაკონსტიტუციურად გამოცხადდებას ასახელებს.
პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ქვეყნის ღალატი უწოდა და ნაციონალური მოძრაობა „ომის გაჩაღებაში“ დაადანაშაულა. პრემიერი კი ამბობს, რომ ოპოზიციას ახლაც იგივე მიზანი აქვს, რომ ქვეყანა ომში ჩაითრიოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში