მასწავლებლის ეროვნული პრემია

14 სექტემბერი 2024, 12:02 209 ნახვა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი იქნა ათი საუკეთესო პედაგოგი. მათ შორის არიან ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის სკოლის სპორტის მასწავლებელი, ნანი კირკიტაძე და ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებელი, ანა ანუშიძე. 

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის აპრილში დაიწყო. კონკურსში საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას. ამათგან შეირჩა ათი პედაგოგი, რომლებსაც საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში