პრემიერი ოლიმპიელების დაჯილდოებაზე არ მივიდა. ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პატივი არ სცა საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს, როდესაც მთავრობის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიელთა დახვედრის ღონისძიებაზე არ მივიდა, შესაბამისად, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არც ის არ აპირებს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრებას.