აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყობა

13 სექტემბერი 2024, 17:59 310 ნახვა

აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. 8 756 კვმ ფართობზე თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სკვერი მოეწყობა, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საპარკო ინფრასტრუქტურა. უკვე დასრულდა სანიაღვრე და გარეგანათების სისტემების რეაბილიტაცია, დაიგო მწვანე საფარი, სკვერის ტერიტორია შემოიღობა მოაჯირებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეკორატიული ფილებისა და ბორდიურის მოწყობა. აღნიშნული სკვერი მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისათვის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები 300 ოჯახისათვის. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 240 ათასამდე ლარს შეადგენს, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დღეს აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცოვრებლებს შეხვდა და მათ აღნიშნულ დასახლებაში მიმდებნარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში