ბათუმის ხელოვნების ფესტივალზე ყაზახეთის სახელმწიფო კაპელამ მიიღო მონაწილეობა

12 სექტემბერი 2024, 22:44 164 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე, დღეს, მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის სახელმწო კვარტეტმა. მუსიკოსები საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდნენ. კვარტეტმა შეასრულა როგორც ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებები, ასევე ყაზახური და ქართული, კერძოდ კი კომპოზიტორ სულხან ცინცაძის კომპოზიციები.

ღონისძიების ორგანიზატორის, ელისო ბოლქვაძის თქმით ყაზახეთი წელს პირველად ჩაერთო ამ ფესტივალში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის კულტურული და დიპლომატიური ურთიერთობისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი