საქართველო ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალზე საპატიო წევრის სტატუსით

12 სექტემბერი 2024, 18:12 230 ნახვა

ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. ოთხი დღის განმავლობაში, ფესტივალის ათასობით ვიზიტორს საშუალება ექნება  დააგემოვნონ ქართული ღვინის ნაირსახეობა, ტრადიციული კერძები და გაეცნონ საქართველოს კულტურას. ფესტივალზე წარმოდგენილი არის ქართული კუთხე ეთნოგრაფიული ელემენტებით.

ფესტივალზე ცნობილი სომელიე ატილა პეტზოლდის ღვინის მასტერკლასებს ჩაატარებს.  კულინარიისა და ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, სტუმრების წინაშე ქართულ მუსიკალურ პროგრამას ბათუმის კულტურის ცენტრის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ ბათუმი“, კვარტეტი „ბათუმი“ და ბენდი "ოუშენ დრაივი" წარმოადგენს.

საქართველო „ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე” უნგრეთში საქართველოს საელჩოს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის, აჭარის განათლების სამონისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ღვინის ფართომასტაბიანი  საერთაოსირო ფესტივალი უნგრეთის დედაქალაქში 33-ედ იმართება და მას ყოველ წელს 40 000 ვიზიტორი სტუმრობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში