კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ 

12 სექტემბერი 2024, 14:59 242 ნახვა

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. 

განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვნის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში