საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადა წარმატებულად დაიწყო.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში მშრალი ანგარიშით 4:0 არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდი დაამარცხა.
პარტიები ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ მოიგეს.
45-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 11 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბერს დასრულდება.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 160-ზე მეტი ნაკრები ასპარეზობს.