პრემიერ-მინისტრი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე

11 სექტემბერი 2024, 20:02 207 ნახვა

არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება, ვინმეს თუ უნდა, გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა დავით კეზერაშვილის შესახებ, მისი თქმით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება ჯერ ბიზნესმენების, მერე ჯარის ძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერების. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილმა აღიარა, რომ საქართველოში აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, რაც კანონის დარღვევაა.

ასევე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, ზეპარტიული უნდა იყოს, "რადიკალური ოპოზიციის" ბანაკში აღმოჩნდა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ სარგებლობდა მაინცდამაინც დიდი ნდობით, მაგრამ "ქართული ოცნების" ხათრით აირჩიეს თანამდებობაზე.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი