საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

11 სექტემბერი 2024, 00:38 680 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში გასვლაზე ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

მატჩი დაძაბული და ჩაკეტილი გამოვიდა. ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე შორეული დარტყმით გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე საქართველოს კარგი შეტევები ჰქონდა, თუმცა სტრაკოშამ ჯერ დავითაშვილს ხოლო შემდეგ ჩაკვეტაძეს აჯობა.

ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში 2 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველო 6 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველო მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს გასვლაზე უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში