დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლეს განათლებაში - ფორუმი ამ სახელწოდებით ბათუმში მიმდინარეობს. ღონისძიება “ERASMUS + Capacity Building”-ის პროექტის ფარგლებში დაიგეგმა.
პროექტის მიზანი საქართველოში სტუდენტებისთვის დუალური განათლების მეშვეობით ცოდნისა და უნარების ათვისება, საკანონდებლო ბაზისა და აკრედიტაციის სტანდარტების დახვეწა და დუალური განათლების ზოგადი მოდელის შემუშავება.
პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტები წარმოდგენილი.
პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა.