უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 167 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

10 სექტემბერი 2024, 10:12 382 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 167 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  რუსებმა ყველაზე ინტენსიურად შეუტიეს პოკროვსკოეს და კურახოვსკის მიმართულებებს, სადაც მტრის 87 შეტევა მოიგერიეს.

ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 116 აფეთქება, დაშავდა 1 ადამიანი.

დრონებით მასიური თავდასხმა გრძელდება რუსეთის ტერიტორიაზეც. რუსული მხარის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 144 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ქვეყნის ცხრა რეგიონის თავზე, მათ შორის, მოსკოვის ოლქში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში