დღეს საქართველოს ნაკრები გასვლაზე ალბანეთს დაუპირისპირდება

10 სექტემბერი 2024, 10:09 543 ნახვა
 

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში გასვლაზე ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი ტირანაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პირველი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერები სწორედ საქართველო და ალბანეთია. საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 აჯობა,ხოლო ალბანეთმა უკრაინას 2:1 მოუგო.

საქართველოს ნაკრებს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ, სწორედ ალბანეთის წინააღმდეგ აქვს ნათამაშები და უპირატესობასაც ფლობს.

15 ჩატარებული შეხვედრიდან 8 შემთხვევაში გამარჯვება საქართველოს დარჩა, 4-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 3 დაპირისპირება ალბანეთმა მოიგო.

ბათუმში გულშემატკივრებს მატჩის ყურება დინამო არენასთან მდებარე დიდ მონიტორზე შეეძლებათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში