პრემიერ-მინისტრი უნდობლობას უცხადებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს უნდა დააკვირდნენ. მისი თქმით, ისფედი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - ის მიკერძოებული ორგანიზაციებია, რომელთა წარსული გამოცდილებაც აჩვენებს, რომ ობიექტური დამკვირვებლები ვერც 2024 წლის არჩევნებზე იქნებიან.
კობახიძის თქმით, არჩევნების მიმდინარეობის და შედეგების მთავარი დამკვირვებელი ქართველი ხალხია.