აფრო-ამერიკული მუსიკის კვირეული ბათუმში

08 სექტემბერი 2024, 10:58 393 ნახვა

ზღვისპირა ქალაქი კიდევ ერთ ფესტივალს მასპინძლობს, ამჯერად მსმენელს აფრო-ამერიკული მუსიკა ელოდება.  მაყურებლის წინაშე  აფრო-ამერიკული მუსიკის ექსპერტი, დოქტორი  კატი ბულოკი  წარსდგება. სცენას დაიკავებენ ბათუმელი მუსიკოსები და მუსიკის მოყვარულები. აფრო-ამერიკული მუსიკის დღეებისთვის მზადება 29 სექტემბერს დაიწყო.

კონცერტი 9 სექტემბერს საღამოს  8 საათზე  ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება,  დასწრება თავისუფალია. 

კატი ბულოკი გუნდთან ერთად 15 ნომერს შეასრულებს. აფრო-ამერიკული საღამო განსხვავებული  ფესვების,  საერთო ღირებულებების პროექტის ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია  „ფოლკლორული საქართველოს“  და ამერიკის ელჩის გრანტის მეშვეობით  ხორციელდება.

პროექტის პირველ ეტაპზე ონლაინ სემინარები გაიმართა,  სადაც კატი ბულოკმა აფრო-ამერიკული  მუსიკის  თეორიასა და ისტორიის შესახებ ისაუბრა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი