საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4-1 დაამარცხა

07 სექტემბერი 2024, 21:56 678 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში თამაში წარმატებულად დაიწყო.

პირველ ტურში ჩვენმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლა და 4-1 დაამარცხა.

ანგარიში 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტიდან გახსნა, რომელიც თავად მოიპოვა. პირველი ნახევარი საქართველომ 1-0 მოიგო.

53-ე წუთზე კვარაცხელიამ ჩაკვეტაძეს გააყოლა ბურთი ამ უკანასკნელმა კი სოლორეიდის შემდეგ ანგარიში 2-0 დააფიქსირა. 10 წუთში ლოჩოშვილის ჩაგდების შემდეგ მიქაუტაძემ დაარტყა და ანგარიში 3-0 გახდა.

66-წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ბურთი კარგად გაათამაშა, ჩაკვეტაძემ მეტოქის საჯარიმოში რბილად ჩააგდო და თავური დარტყმით ქოჩორაშვილმა ჩეხების კარი აიღო.

80-ე წუთზე ჩეხებმა სხვაობა შეამცირეს. გოლი კალვაჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველო ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველო 10 სექტემბერს გასვლაზე ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში