ჩეხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

07 სექტემბერი 2024, 19:18 134 ნახვა

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება.

ცნობილია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ზივზივაძე.

შეხვედრა 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში