სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება. შემთხვევა სარფის საბაჟოზე გუშინ დილით მოხდა. ადგილობრივები თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებდნენ. მათი ინფორმაციით, 37 წლის როინ ლეონიძე ოჯახთან ერთად თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა, რა დროსაც გამშვებ პუნქტზე მებაჟემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სხვა თანამშრომლების დახმარებით ფიზიკურადაც გაუსწორდა. დაშავებული სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაეწერა.