ვორონეჟის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად იარაღის საწყობში ხანძარი გაჩნდა

07 სექტემბერი 2024, 12:11 362 ნახვა
00:00
00:00

რუსეთში ვორონეჟის ოლქში დრონით განხორციელებული იერიშის შემდეგ იარაღის საწყობში ხანძარი გაჩნდა და დეტონაცია დაიწყო. პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრისა და დეტონაციის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გადა საჭირო. ამ დროისთვის რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბოლო მონაცემებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში