ინდოეთიდან გერმანიაში მფრინავი თვითმფრინავი თურქეთის ქალაქ ერზრუმში ავარიულად დაეშვა

06 სექტემბერი 2024, 19:35 779 ნახვა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიდან მიუნხენის მიმართულებით მფრინავი თვითმფრინავი თურქეთის ქალაქ ერზრუმის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავი ინდოეთის ავიახაზების Vistara-ს კუთვნილებაა. თურქული მედიის ინფორმაციით ეკიპაჟმა მიიღო შეტყობინება, რომ ავიალაინერის ბორტზე ბომბი იყო მოთავსებული. ამ დროისთვის, ერზრუმის საჰაერო სივრცე დაკეტილია, თვითმფრინავის ბორტზე კი გამნაღმველები მუშაობენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი