ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი დასრულდეს და ამისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება - პრემიერი

06 სექტემბერი 2024, 15:33 93 ნახვა

ირაკლი კობახიძე წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრმა ერმილე გიგიაძის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარს უმძიმესი, ტრაგიკული შემთხვევა უწოდა.

მისივე განცხადებით, მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად ყურადსაღებია ის ტენდენციები, რომლებიც ხელოვნურად ინერგება ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში, ქართულ პოლიტიკაში.

"ეს არის თავიდან ბოლომდე გარედან, ხელოვნურად დანერგილი ტენდენციები, რასაც ჩვენ ლიბერალურ ფაშიზმს ვუწოდებთ. ამის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი დასრულდეს და ამისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ პოლიტიკურ სისტემაში დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამ შემთხვევაში დაგვრჩება ლიბერალური ფაშიზმში. როდესაც აიკრძალება „ნაცმოძრაობა“, როგორც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტია (ვგულისხმობ კრებსით „ნაცმოძრაობას“), მაშინ დასრულდება საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი, ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი“, - მიიჩნევს პრემიერი.

პრემიერის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა,  „ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები კი ირჩევენ რადიციულ ფასეულობებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში