ბათუმის საკრებულოს სხდომა

06 სექტემბერი 2024, 14:08 295 ნახვა

ბათუმის საკრებულოში  ძლიერი საქართველოს წევრი ვაჟა დარჩია ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო კამპანიის არასწორად წარმართვაში ადამაშაულებს და ირწმუნება, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც ახლა ახორციელებენ სამთავრობო უწყებები, მიმართულია საარჩევნო აგიტაციისკენ.

პოლიტიკურ ბრალდებებს ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების წევრებმა უპასუხეს. აღინიშნა, რომ ეს პროგრამები წინასწარ იყო ერთი წლით ადრე ბიუჯეტში ჩადებული და ახლა ამ მიმართულებით ბრალდებები არაგონივრულია.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს 13 საკითხზე, მათ შორის 2 მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრისით უზრუნველყოფენ სპეციალური პროგრამის ფარგლებში.

სხდომას პარტია ახლებისა და ნაცმოძრაობის წევრები არ დასწრებიან, გახარიას პარტიის წარმომადგენელმა კი სხდომა დატოვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი