დეპუტატების მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

06 სექტემბერი 2024, 11:01 303 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით სარჩელის თაობაზე დროული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად შორდება ევროინტეგრაციას და მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს გამჭვირვალობის შესახებ კანონს ჩამოაშორებს.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, მათ ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ სასამართლო ქვეყნის მოსახლეობისთვის საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში