ბათუმში 8 სექტემბრამდე ფესტივალ „არგანი 2024“-ის ფარგლებში კულტურული ღონისძებები მიმდინარეობს. დღეს მორიგი კონცერტი გაიმართა, რომელშიც რამდენიმე ბათუმური ჯგუფი და შემსრულებელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო მომღერალი და კომპოზიტორი ვაჟა ტუღუში, რომელმაც თავისი საავტორო სიმღერები შეასრულა. კონცერტები ბათუმის ცენტრალურ პარკში ყოველდღიურად, , საღამოს 8 საათიდან 23 საათამდე იმართება