კამერული მუსიკის საღამო ბათუმში

05 სექტემბერი 2024, 20:30 322 ნახვა

ბათუმის დრამატულ თეატრში კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კამერული მუსიკის საღამო გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი ავსტრიის კამერულმა ორკესტრმა წარმოადგინა, რომლის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი მუსიკოსი ირაკლი გოგიბედაშვილია. ორკესტრი 35 წელია არსებობს და წელს საქართველოში რამდენიმე ქალაქში მართავს კონცერტს. ოთარ თაქთაქიშვილის რამდენიმე ნაწარმოები, რომელიც მევიოლინე ლიანა ისაკაძისთვის იყო დაწერილი, ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის შვილმა, ელისო გოგიბედაშვილმა შეასრულა. საქართველოში ჩამოსვლამდე ეს კონცერტი მან კანადასა და იტალიაში გამართა. ოთარ თაქთაქიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი კონცერტი 8 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი