საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას.
4-წლიანი სტრატეგია ითვალისწინებს, მათ შორის, საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ ცვლილებებს, მომხმარებლებისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას. დოკუმენტი საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა.