ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს

05 სექტემბერი 2024, 13:55 293 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“  საკრებულოს წევრის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს. ლაშა ტყეშელაშვილი ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმაში სამოქალაქო ფორმაში ჩამცმულ სამართალდამცველებს ადანაშაულებს. მისივე განმარტებით, დაკავებულს  სხეულზე ეტყობოდა ძალადობის კვალი და შესაბამისად იგი სასწრაფო ექსპერტიზის ჩანიშვნას ითხოვს. ირაკლი ეძგვერაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით საღამოს დააკავა.

მანამდე მის სახლთან ხმაური იყო. როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. "კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.

„ირაკლი ეძგვერაძე  წვრიმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავების მოთხოვნების მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლებით მიმდინარეობს.  იგი ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი