ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს

05 სექტემბერი 2024, 10:59 369 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით საღამოს დააკავა. მანამდე ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.

„ირაკლი ეძგვერაძე  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს”, - განაცხადეს უწყებაში.იგი ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში